15/10/2024
12:07
მსოფლიო
აშშ-ის კენტუკის შტატში, რობერტსონის ოლქში, პოლიციამ 32 წლის ქალი ტორილენა მეი ფილდსი დააკავა მას შემდეგ, რაც მისი 68 წლის დედის სხეულის ნაწილები, სამზარეულოში, ქვაბში დამალული იპოვეს.
„პოლიციას ინციდენტის შესახებ ერთ-ერთმა მუშამ შეატყობინა, რომელიც ტორილენა მეი ფილდსის ბაღში მუშაობდა. თავდაპირველად, მან ბალახებში ნაკვალევი შენიშნა, რომელიც სახლის უკანა ეზოსკენ გრძელდებოდა. ჩხრეკისას, სპეციალური რეაგირების ჯგუფმა სხეულის ნაწილები, ასევე თმის გროვა [სავარაუდოდ, მსხვერპლის] სახლის უკანა ეზოში იპოვა. პოლიციამ ტორილენა მეი ფილდსი იმ დროს დააკავა, როდესაც ის თავდაცვის მიზნით დამალვას ცდილობდა. ინციდენტის ადგილიდან ასევე ამოღებულია სისხლიანი ლეიბი“, - თქვა კენტუკის შტატის პოლიციის თანამშრომელმა დევიდ ჯონსმა.
როგორც DailyMail-ი წერს, გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს ღუმელში შედგმული ქვაბი, რომელშიც მსხვერპლის სხეულის ნაწილები იყო.
პოლიციას ცხედრის ვინაობა არ დაუდასტურებია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი დაკავებული ქალის დედა, ტრუდი ფილდსია. ტორილენა მეი ფილდსს ბრალად ედება გამოძიებისთვის ხელის შეშლა, მტკიცებულებების განადგურება და ცხედრის ხელყოფა. ის ამჟამად ბურბონის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
0
0