25/09/2024
11:33
მსოფლიო
აშშ-ის ტეხასის შტატში, პარმერის ოლქში, 22 წლის ქალი ორი ახალშობილის მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. დნმ-ის ტესტებმა დაადასტურა, რომ ის ბიჭების დედა იყო.
კიარა პეტროლინი ნიუ-იორკში ისვენებდა, როდესაც პოლიციამ მკვლელობის შესახებ შეიტყო. ექსპერტიზის მიხედვით, ერთ-ერთი ბავშვის მამა პეტროლინის პარტნიორი იყო. პეტროლინიმ პოლიციაში მეორე ბავშვის მკვლელობაც აღიარა. ჩვილების მკვლელობაში ეჭვმიტანილი პეტროლინი ამჟამად პატიმრობაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ის მარტო მოქმედებდა და მშობიარობამდე ორსულობას მალავდა. მან საკუთარი სახლის აბაზანაში მარტო მყოფმა, ექიმების დახმარების გარეშე, იმშობიარა. პეტროლინიმ ბავშვი დაბადებიდან მალევე მოკლა და სახლის უკან მდებარე ბაღში გადამალა. ორი დღის შემდეგ კი, ის მშობლებთან ერთად, აშშ-ში დასასვენებლად გაემგზავრა.
როგორც Mirror US-ი იუწყება, პეტროლინის წასვლის შემდეგ, ცხედარი მისი ბებიის ძაღლმა ორმოში იპოვა. ის ქაღალდში იყო გახვეული. თავდაპირველად, ბებიას ცხედარი ცხოველი ეგონა და დასახმარებლად მეზობელს დაუძახა. მეზობელმა შემზარავი აღმოჩენის დანახვის შემდეგ, სასწრაფოდ პოლიციას დაურეკა. პოლიციამ გამოიძია პეტროლინის მიერ ტელეფონისა და ინტერნეტის გამოყენების მონაცემები და გამოავლინა, რომ ქალი ინტერნეტში "მეორე შვილის" მოშორების გზებს ეძებდა. პეტროლინის პარტნიორის განცხადებით, მან მისი ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა.
"მე არაფერი ვიცოდი. შევძლებდი ბავშვის მოვლას. 22 წლის ვარ, მაგრამ ვმუშაობ და დედაჩემიც დამეხმარებოდა“, - განაცხადა პეტროლინის პარტნიორმა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პეტროლინი ორსულობის დამალვის მიზნით, თვეების განმავლობაში ძალიან ცოტას ჭამდა, რათა გამხდარი ფიგურა შეენარჩუნებინა. ადგილობრივი პროკურორი ბავშვების მკვლელობაში ეჭვმიტანილად მხოლოდ პეტროლინის ასახელებს. გამოძიება კვლავ გრძელდება.
0
0