11/09/2024
19:57
სამართალი
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 1500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე ხათუნა ბერიძე – მან პრემიერ ირაკლი კობახიძეს, ასევე „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს „მონებო, მოღალატეებო, გამყიდველებო“ დაუძახა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.
ეს 2024 წლის 6 ივნისის შემთხვევაა: ბათუმში, გმირთა ხეივნის გახსნის შემდეგ, ხეივანში მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა, ხათუნა ბერიძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიმართა. მას გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა და ვიდეოს გადაღება პრემიერის თანმხლებმა პირებმა შეუზღუდეს. ხათუნა ბერიძე ამ მიმართვიდან რამდენიმე წუთში ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ხათუნა ბერიძე ხულიგნობის მუხლით მიიჩნია სამართალდამრღვევად მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოსამართლეს უთხრა, რომ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება იყო საჭირო, რადგან ბევრჯერ იქნა დაჯარიმებული და ამან შედეგი არ გამოიღოო,“ – ამბობს ხათუნა ბერიძე.
0
0