06/12/2022
14:05
სამხედრო
ქალაქ რუსთავს კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატა. დამოუკიდებლობის სკვერი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა გახსნეს. დაღუპულ გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრმა პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
ჯუანშერ ბურჭულაძემ მწუხარება გამოხატა უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო და მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
სივრცე, რომელსაც რუსთაველები დიდების ხეივნის სახელით იცნობდნენ, მთლიანად რეაბილიტირებულია. განახლებული რეკრეაციული სივრცე 26 მაისის ახალი მონუმენტით იწყება. სკვერში სრულად განახლდა მემორიალები, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე გლობალური მშვიდობისთვის ბრძოლებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის მონუმენტები.
განახლებულ სკვერში საფეხმავლო და ველობილიკი, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. რეკრეაციული სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. სკვერის რეაბილიტაცია ქალაქ რუსთავის მერიის ინიციატივით განხორციელდა.
ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რუსთავის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.
0
0