ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალთან აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა
02/11/2021
16:11
მსოფლიო
A-
+A
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში, სარდარ მოჰამად დაუდ ხანის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალთან მომხდარ ორ აფეთქებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა, 34 კი - დაშავდა.
თვითმხილველებისა და მთავრობის წარმომადგენლის თქმით, სამხედრო ჰოსპიტალთან ძლიერი აფეთქებების შემდეგ, სროლის ხმებიც ისმოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე თალიბანის სპეცრაზმი გაგზავნეს.
ინციდენტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. როგორც Al Jazeera იუწყება, თვითმხილველები ამბობენ, რომ გაერთიანება ISIL-ის (ISIS) ფილიალის მებრძოლები საავადმყოფოში შეცვივდნენ, შემდეგ კი უსაფრთხოების ძალებთან შეტაკება მოხდა.
ISIL-ის ფილიალი, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო-ხორასანი“ (ISIS-K), რომელმაც, აგვისტოში თალიბების მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ, მეჩეთებსა და სხვა ობიექტებზე სერიული თავდასხმები განახორციელა, 2017 წელს, 400-საწოლიან საავადმყოფოს თავს დაესხა; შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
0
0
502
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%