20/06/2022
13:03
მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პარასკევს, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის გაგრძელება „აუცილებელია“.
"სასიცოცხლოდ აუცილებელია პუტინთან საუბარი. მე ასე გავაგრძელებ და საფრანგეთის პრეზიდენტიც იმავეს გააკეთებს," - განაცხადა შოლცმა საინფორმაციო სააგენტო dpa-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„საჭიროა რამდენიმე ქვეყანა და რამდენიმე ლიდერი, რომლებიც მას [პუტინს] დაელაპარაკება. მომლაპარაკებლებმა მკაფიო აზრი უნდა დააფიქსირონ, რადგან, როდესაც პუტინს ვესაუბრები, ვამბობ იმავეს, რასაც თქვენ გეუბნებით, მაგალითად: გთხოვთ, გაიგოთ, რომ არ იქნება მიღწეული არანაირი ნაკარნახევი მშვიდობა. თუ ფიქრობთ, რომ სხვისი მიწის დასაკუთრება შეგიძლიათ, დრო მოვა ეს შეიცვლება, ასე რომ თქვენ ცდებით. თქვენ უნდა გაიყვანოთ თქვენი ჯარები და მიაღწიოთ უკრაინასთან შეთანხმებას, რომელიც არის მისაღები და სწორი უკრაინელი ხალხისთვის“, - თქვა შოლცმა.
0
0