16/04/2022
22:25
მსოფლიო
პუტინთან დაახლოებულ უკრაინელ ოლიგარქს ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ქალაქ ლვოვის ლიჩაკოვის რაიონული სასამართლოს პრესსამსახური იტყობინება.
აღნიშნული გადაწყვეტილება 26 თებერვალს მედვედჩუკის შინაპატიმრობიდან გაქცევისა და 2 მარტს საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროცესი ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართა. სასამართლოს დადგენილების თანახმად, ეჭვმიტანილსა და მის უფლებადამცველს შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება. Unian-ის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ლვოვის სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკის კუთვნილი 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღა.
0
0