პუტინსა და ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ - დიმიტრი პესკოვი
29/09/2022
15:45
კონფლიქტები
A-
+A
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სოჭში შეხვედრის დროს მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს თემები არ განხილულა“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ასევე არ ყოფილა საუბარი არც ყირიმის აღიარებაზე.
„ეს არის აბსოლუტურად შიდა საკითხი, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველით, რომ ჩვენი ბელარუსი თანამებრძოლები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პესკოვმა.
0
0
411
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%