26/07/2022
19:49
მსოფლიო
თეირანში შეხვედრის დროს, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს რუსეთში „ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების გახსნა შესთავაზა.
„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა კოლეგებს პარტიის შეხვედრაზე განუცხადა.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ასეთი ქარხანა უკვე არის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და ახლა „ბაირაქტარს“ შეუძლია კიდევ ერთის ქარხნის გახსნა, უკვე რუსეთის ფედერაციაში.
„ბაირაქტარი“ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში წარმოების ხაზის შექმნის პროცესშია. ამავე დროს, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ პუტინს თავის უპილოტო თვითმფრინავებს არ მიჰყიდის.
„თურქეთსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული ურთიერთობები, განსაკუთრებით ავიაციისა და კოსმოსის სფეროში. თურქეთი მხარს უჭერს უკრაინას შეიარაღებული უპილოტო თვითმფრინავების ტექნოლოგიით. რუსეთში არაფერი გადაგვიტანია და არც განგვითავსებია. ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებდით“, – თქვა ჰალუკ ბაირაქტარმა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024