27/08/2023
12:35
კონფლიქტები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტებს, ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს "რესპუბლიკების დამოუკიდებლობის 15 წლისთავი მიულოცა".
უწყება ავრცელებს ამონარიდებს გზავნილებს, რა მისწერა პუტინმა მათ:
ასლან ბჟანიას: "რუსეთის ფედერაცია შემდგომში ყველა ღონეს გამოიყენებს, რათა დაეხმაროს მოძმე აფხაზ ხალხს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მისი საგარეო პოლიტიკური ინტერესების დაცვისა და აქტუალური ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადაწყვეტაში".
ალან გაგლოევს: "ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ ალიანსისა და ინტეგრაციის დონეს მიაღწია. რუსეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამბიციური პროექტების თანმიმდევრულ განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, ცხოვრების დონის ამაღლებასა და მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფას".
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024
წითელ ზღვაში ტურისტებით სავსე იახტა ჩაიძირა
26/11/2024