04/03/2022
10:23
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დილით ადრე სატელეფონო საუბრისას, ბ-ნმა ჯონსონმა აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში სიტუაცია სერიოზულად შემაშფოთებელია და გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „უგუნური ქმედებებისთვის“, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელი ევროპის უსაფრთხოებას.
„პუტინის დაუფიქრებელი ქმედებები საფრთხეს უქმნის მთელ ევროპასა და მსოფლიოს“, - აცხადებს ჯონსონი.
ჯონსონმა, ასევე, განაცხადა, რომ ბრიტანეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს.
„ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურზე და დაუშვას საგანგებოს სამსახურების შეუზღუდავი წვდომა ქარხანაში“, - აცხადებენ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფისში.
შეგახსენებთ, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარი იყო.
0
0