პუტინის პოპულარულობა, შესაძლოა, შესუსტდეს - რუსი პოლიტოლოგ-ექსპერტი, ანდრეი კორტუნოვი
26/02/2022
15:35
მსოფლიო
A-
+A
„როგორც ვიცით, რუსეთში მრავალი დემონსტრაცია გაიმართა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საწინააღმდეგოდ და უამრავმა ცნობილმა და გავლენიანმა რუსმა პიროვნებამ სოციალურ ქსელებში საკუთარი პოზიცია („არა ომს!“) დააფიქსირა. რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის გამართლებული,“ - განუცხადა BBC-ს რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს (RIAC) გენერალურმა დირექტორმა, ამჟამად კი -კრემლის მრჩეველმა, ანდრეი კორტუნოვმა.
კორტუნოვის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრი მისი კოლეგა ასევე "ძალიან გაკვირვებული, შოკირებული და განადგურებულიც კი" იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. მისი აზრით, უკრაინაში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება კრემლში მიიღეს.
„თუ ეს იქნება სამხედრო ოპერაცია მინიმალური მსხვერპლით და ეს ყველაფერი წარმატებად ჩაითვლება, რუსეთის ხელმძღვანელობის რეიტინგი არ დაეცემა. პუტინის თავდაპირველი გეგმა ამ ოპერაციის ორ კვირაში დასრულება იყო. თუ პუტინი ამას გააკეთებს, შესაძლოა ზარალი შემცირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პოპულარულობა, სავარაუდოდ, შესუსტდება“, - განაცხადა კორტუნოვმა.
0
0
417
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%