22/02/2022
11:16
კონფლიქტები
მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რომლითაც ქვეყნის საზღვრების შეცვლა და ამისკენ მოწოდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იკრძალება.
„უკრაინელი პროკურორები ამ საქმეს „სრული პროგრამით“ მიხედავენ. ამ დახურული კლუბის წევრებისთვის საზღვარგარეთ შოპინგზე წასვლა ბევრად რთული გახდება - ამას გპირდებით“.
ვენედიქტოვას თქმით, ის არსებული მდგომარეობის ემოციურად კომენტირებას არ აპირებს და კანონი ავალდებულებს პროკურორის ოფისს „მომხდარ დანაშაულზე რეაგირება მოახდინოს და ამ საქმის მიმდინარეობაზე პასუხი აგოს“.
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის აღიარებას ხელი მოაწერა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების ნაწილები შევიდნენ.
0
0