პუტინის კრიტიკის გამო, რუსმა დეპუტატმა დეპარდიესთვის რუსული პასპორტის ჩამორთმევა მოითხოვა
01/04/2022
16:38
მსოფლიო
A-
+A
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სულთან ხამზაევმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან.
მანამდე ჟერარ დეპარდიემ ვლადიმერ პუტინის შეშლილი და მიუღებელი გადახრა დაგმო და განაცხადა, რომ აპრილის დასაწყისში დაგეგმილი მისი სამი კონცერტის მთლიანი შემოსავალი ომით დაზარალებულ უკრაინელებს გადაეცემათ.
„რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინის მსგავსი ლიდერების შეშლილ და მიუღებელ გადახრებზე“, - აღნიშნა ფრანგმა მსახიობმა.
„მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ჟერარ დეპარდიეს პასპორტის ჩამორთმევის აუცილებლობაზე მისი თავხედური თავდასხმებისა და პრეტენზიისთვის ისაუბროს რუსი ხალხის სახელით“, - აღნიშნა დეპუტატმა.
ჟერარ დეპარდიეს 2013 წლიდან რუსული პასპორტი აქვს, რომელიც მას პირადად ვლადიმერ პუტინმა გადასცა.
0
0
414
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%