27/11/2022
18:15
სამხედრო
„ნატო-მ უნდა გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა, რათა პუტინს არ მიეცეს რაიმე შანსი, იგი ზამთარში დააჩოქოს“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის დაბომბვა იმაზე მიუთითებს, რომ პუტინი მარცხებზე კიდევ უფრო დიდი სისასტიკით რეაგირებს.
„პუტინი ცდილობს გამოიყენოს ზამთარი იარაღად. მაგრამ ის ამით წარმატებას ვერ მიაღწევს. რაც უფრო მეტი სამხედრო წარმატება ექნება უკრაინას, მით უფრო ძლიერი იქნება მისი პოზიცია მომავალ მოლაპარაკებებში. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ ქვეყანას სამხედრო მხარდაჭერას გავუწევთ. მშვიდობის მხარდასაჭერად საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერაა. უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინელი ხალხი ყველაფრის ფასს თავისი სისხლით ყოველდღე იხდის. თუ პუტინი ომს მოიგებს, ის და სხვა დესპოტები მიზნების მისაღწევად ძალადობის გამოყენებას გააგრძელებენ. ეს შეიძლება ნიშნავდეს მეტ ომს და მეტ ტანჯვას. ეს ჩვენს სამყაროს კიდევ უფრო სახიფათო გახდის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
0
0