17/02/2022
19:23
კონფლიქტები
„დაზიანდა ადგილობრივი საშუალო სკოლის შენობა, სადაც იმ დროს მოსწავლეები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად დაზიანდა გაზსადენი - 70 ბინა და 100-მდე კერძო სახლი გაზმომარაგების გარეშე დარჩა. საერთო ჯამში, 14:00 საათისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 34 დარღვევა დაფიქსირდა, მათგან 28 მინსკის შეთანხმებით აკრძალულ იარაღს ეხება“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წერს, რომ პრორუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 27 დასახლებული პუნქტი დაბომბა.
„წინასწარი ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალების დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
აღსანიშნავია, რომ მტერი აგრძელებს საინფორმაციო ომის წარმოების პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებას, რათა დაადანაშაულოს უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში, რითაც მალავს საკუთარ მზაკვრულ ქმედებებს“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
0
0