20/10/2022
19:03
სამართალი
სამწუხაროა, რომ ასეთი მძიმე და ტრაგიკული ფაქტი მოხდა და ბრალდებულებს სინანულის გრძნობაც კი არ გააჩნიათ ამ ფაქტთან დაკავშირებით. გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ მოხდა დანაშაული, - ასე უპასუხა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტების ინფორმაციას, რომ ბრალდებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
პროკურორის ინფორმაციით, „გრინსერვის +” ვალდებული იყო წარმოედგინა ინსპექტირების ანგარიში, ხოლო მერიის საქალაქო სამსახურს სამუშაოები უნდა მიეღო მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშის და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.
„დასკვნებში არ ეწერა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომ სამუშაოები შეესაბამებოდა სამშენებლო ნორმებს და წესებს, ეს დოკუმენტები არის ყალბი და ვედავებით ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას. შემსრულებელი, ,,გრინსერვის +” ვალდებული იყო წარმოედგინა ინსპექტირების ანგარიში, ხოლო მერიის საქალაქო სამსახურს სამუშაოები უნდა მიეღო მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშის და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. სწორედ ამ მოვალეობის შეუსრულებლობაზე ედავება ბრალდების მხარე ბრალდებულს, რომ ეს მოვალეობა არ შეასრულა”, - აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.
0
0