02/12/2021
13:28
სამართალი
გიორგი მუჯირის თქმით, დაცვის მხარეს სურს საზოგადოებაში აღქმა გააჩინოს, თითქოს მხოლოდ პიჯაკების თუ სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება სააკაშვილი.
„დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა და აცილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მათ სურთ საზოგადოებაში აღქმა გააჩინონ, რომ მხოლოდ პიჯაკებსა თუ სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება მიხეილ სააკაშვილი. მათ დისკომფორტს უქმნით საქმეში არსებული ის უამრავი დანახარჯი, რომელიც წარმოდგენილია, რომელიც ცალსახად უკანონოა და რა თქმა უნდა, გარკვეულწილად უკავშირდება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. ფაქტია, რომ საჯარო ინტერესი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არის დიდი, ჩვენ გვიწევს განმარტებების გაკეთება. საქმის მასალებიდან მოხდა ფაქტის დემონსტრირება, 26 მაისის შემდეგ რამდენიმე დღეში ვიზიტით სარგებლობს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი და იღებს იმ ფუფუნების საგნებს, რაც მრავლად არის წარმოდგენილი 9 მილიონ ლარში. ეს თუ მორალურად მათ უქმნით დისკომფორტს, იმას არ ნიშნავს, რომ მე უნდა ამეკრძალოს თუნდაც სისხლის სამართლის საქმიდან, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, დავასახელო ეს ფაქტი“, - განაცხადა პროკურორმა.
0
0