პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე დამიბარეს. მისვლას არ ვაპირებ - ანა წითლიძე
11/11/2024
20:29
პოლიტიკა
A-
+A
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ანა წითლიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ FACEBOOK-ზე ანა წითლიძე წერს.
როგორც ანა წითლიძე აცხადებს, პროკურატურა თავად იყო ჩართული არჩევნების გაყალბების პროცესში, ამიტომ გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
„სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე გიბარებთო.
პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სქემაში და მათ შორის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში - ნდობა არა აქვს არც ჩემგან არც საქართველოს მოქალაქეებისგან. შესაბამისად მისვლას არ ვაპირებ“, - წერს ანა წითლიძე.
0
0
97
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%