10/11/2021
18:37
სამართალი
მისი თქმით, 7 ნოემბრის ეპიზოდზე დღეს გამართულ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ბრალდებული გიორგი უგულავა გამოცხადდა.
„ეს ადამიანი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის და მათ შორის პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების დანაშაულებრივად წართმევის ეპიზოდებში. ჩვენ აღნიშნულ საქმეს ვიხილავთ არაერთი წელია. 150 მოწმე დაიკითხა ამ საქმეზე, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც დაარბიეს 7 ნოემბერს, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც სცემეს ტელევიზიაში, როდესაც „ტელეიმედი“ დაარბიეს. სწორედ ამ პროცესებს, სადაც მოწმეებს ვკითხავდით, უგულავა არ ესწრებოდა“ - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.
პროკურორის თქმით, გიგი უგულავა დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესზე აკეთებდა უტიფარ განცხადებებს, შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს და ბრალდების მხარეს.
როგორც ჯარჯი წიკლაური აცხადებს, გიგი უგულავას მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა, მისი მიზანი იყო პოლიტიკური სანახაობის მოწყობა.
მისივე განმარტებით, შემდეგი პროცესიც ჩანიშნულია და პროკურატურა მზად არის ნებისმიერი ფორმით მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვებში, ეს იქნება უშუალოდ ბრალდებულის მონაწილეობით, თუ დისტანციურად მისი ჩართულობით თუ სხვა.
„კარგია, რომ მონაწილეობა უნდათ. ბრალდებულების უშუალო მონაწილეობით გამოვიკვლევთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებს 7 ნოემბერს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს“ , - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.
0
0