02/08/2024
22:36
სპორტი
თურქმა სპორტსმენმა პარიზის ოლიმპადაზე იუსუფ დიკეჩმა მეორე ადგილი დაიკავა და შესაბამისად ვეცხლის მედალს დაეუფლა პნევმატური პისტოლეტით შერეულ წყვილებში 10 მეტრიან დისტანციაზე სროლაში.
თითქოსდა აქ არაჩვეულებრივი არაფერი არ არის, რომ არა ერთი მაგრამ...
სანამ ყველა ქვეყანა აგზავნიდა სრულად აღჭურვილ პროფესიონალ სპორტსმენებს, თურქეთი წარმოდგენილი იყო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი 51 წლის მამაკაცით, რომელზეც ვერაფრით მიხვდებოდით, რომ ის ოლიმპიადაზე ასპარეზობს, მშვიდი, სპეციალური სათვალის და ყურსასმენების გარეშე, ჩვეულებრივის საყოფაცხოვრებო სათვალით და ჯიბეში ჩაყოფილი ხელით.
მან მშვიდად ისროლა და თავის ქვეყანას ისტორიაში პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა სპორტის ამ სახეობაში.
''როგორც ჩანს, თურქეთის ნაკრებმა გადაწყვიტა ზედმეტად ოფლი არ დაეღვარა და უბრალოდ პროფესიონალი კილერი გაგზავნა ოლიმპიადაზე.'-ხუმრობდნენ სოციალურ ქსელში.
რა თქმა უნდა თურქი მსროლელი უმალ მემების თემად იქცა.
აღსანიშნავია, რომ იუსუფ დიკეჩისთვის, რომელცი ყოფილი სამხედროა, ეს მეხუთე ოლიმპიადაა((2008, 2012, 2016, 2020, 2024) და წარმატებას პირველად მიაღწია.
0
0