16/01/2023
23:11
კულტურა
შემიძლია თუ არა ცხოვრების თავიდან დაწყება; როგორია, როცა მარტო რჩები და დაცინვის, გარიყვის გეშინია… რა იქნება ხვალ? - ამ კითხვებს სვამს ჟურნალისტი და ფსიქოლოგი თემურ ჭუმბურიძე თავის პირველ წიგნში - „ტაქსი თეთრი არ არის“, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
ფსიქოლოგიური დრამა - „ტაქსი თეთრი არ იყო“, ლუდომანიით დაავადებულ ადამიანებზე მოგვითხრობს.
ავტორი შეეცადა ამ ადამიანების ფსიქოლოგიური პორტრეტი, მათი სულიერი მდგომარეობა და პრობლემის გადაჭრის გზები, სწორედ მხატვრული ხერხების გამოყენებით გადმოეცა.
„პრობლემას, როგორც ფსიქოლოგი ისე ვუყურებ. შევეცადე, როგორც ფსიქოლოგს, პრობლემა მკითხველამდე მხატვრული ხერხების გამოყენებით მიმეტანა. ნაწარმოებში მთავარ გმირსა და პერსონაჟებს არ აქვთ სახელები. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და ამ ტკივილს ატარებენ. თუმცა, გამოსავალი ყველაფრიდან არსებობს. და თუ ერთი ადამიანიც კი, საკუთარ თავს ამოიცნობს და გამოსავლის გზებს მოძებნის- ეს, ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია“- განუცხადა spacesnews-ს თემურ ჭუმბურიძემ.
მწერალთა სახლში გამართულ წიგნის პრეზენტაციას ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, ავტორის მეგობრები და რიგითი მკითხველები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ თემურ ჭუმბურიძე ცოტა ხნის წინ აშშ-ის ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი ოფიციალურად გახდა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024