05/10/2024
16:42
არჩევნები 2024
ორბელიანების სასახლეში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას შორის შეხვედრა დასრულდა.
თინა ბოკუჩავას თქმით, შეხვედრაზე ერთმანეთს, ვიზიტებისას მიღებული გზავნილები გააცნეს.
„პრეზიდენტი ევროპაში იმყოფებოდა, მეც ვიყავი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე, შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში. გავცვალეთ ჩვენი ვიზიტების დროს მიღებული გზავნილები, ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ როგორც პრეზიდენტთან, ისე ჩვენთან, რომ ევროპის კარი არის ღია. დღეს ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" ხელისუფლება წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს საბოტირებს.
ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალქეების თავისუფალი არჩევანი დავიცვათ საერთო ძალისხმევით დავიცვათ. ეს არჩევანი არის რეფერენდუმი",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024