08/10/2024
16:52
არჩევნები 2024
პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრების პრეზიდენტთან შეხვედრისას პრემიერობის კანდიდატურებზე "არანაირი საუბარი არ ყოფილა".
ხაზარაძის თქმით, ნებისმიერი კანდიდატურა თუ კანდიდატურები უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ.
"ვისაუბრეთ ქარტიაზე, ძლიერი საქართველო რჩება ქარტიის მხარდამჭერი და ხელის მომწერი, აქ არაფერ ცვლილებაზე არ არის საუბარი. [...]
ძლიერი საქართველოს პოზიცია არის ძალიან კონკრეტული, ძალაუფლება ამ ქვეყანაში ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა თუ კანდიდატურები უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ. [...] არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ახლა ყველაზე მთავარი ფოკუსირება ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაყენოთ ევროპულ კურსზე. რაც შეეხება კანდიდატებს, მათი განხილვა არ ყოფილა და კიდევ ვიმეორებ, ამ ქვეყანაში არჩევნები და მისი შედეგები ეკუთვნის ხალხს და ამ არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს ყველა დანარჩენი საკითხის განხილვა, ქარტიის ფარგლებში.
ჩვენ არ ვთვლით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ესა თუ ის თანამდებობის პირის დანიშვნა-არ დანიშვნის საკითხი". - თქვა ხაზარაძემ.
0
0