03/10/2023
14:46
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები „პრაგმატულები“ არიან. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა. ბჟანია "პრაგმატულებში" არ გულისხმობს საქართველოს პრეზიდენტს:
„პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმით, როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა“, - ამბობს ბჟანია.
ბჟანიას თქმით, რომ "აფხაზეთს უნდა ჰქონდეს ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან".
„თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ ჩვენ ასევე განვიხილავთ სამომავლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს“, - დასძინა მან.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024