10/04/2024
21:30
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად, საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულებით დღეს კომისია შექმნა, რომლის პირველი სამუშაო შეხვედრაც დღეს ორბელიანების სასახლეში გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმააციით, კომისია დღეს კანდიდატთა შერჩევის პროცედურებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და მუშაობის გრაფიკზე შეთანხმდა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში დღეისათვის ვაკანტურია 4 წევრის თანამდებობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის 28 მსურველის განაცხადი შემოვიდა.
კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა 12 აპრილს გაიმართება. კომისია შერჩეულ კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის 20 აპრილამდე წარუდგენს.
კომისიის შემადგელობაში არიან: თამარ სულუხია, არჩილ მესტვირიშვილი, ნიკოლოზ ყაველაშვილი, გიორგი ხიშტოვანი, გიორგი ისაკაძე, ქეთევან თათოშვილი.
0
0