31/12/2021
14:06
პოლიტიკა
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტის მიერ საახალწლოდ შეწყალებულთაგან ცხრა მსჯავრდადებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა 14 მსჯავრდადებული შეიწყალა, აქედან 9 მსჯავრდადებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 1 მსჯავრდადებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი, დარჩენილი 4 მსჯავრდადებული შეწყალებულ იქნა სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება. შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024