პრეზიდენტი პუტინი ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს - სერგეი ლავროვი
10/03/2022
14:42
მსოფლიო
A-
+A
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა მედიასთან იმ საკითხების შესახებ ისაუბრა, რომელიც უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან ერთად თურქეთში, თურქული მხარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაცია ყოველთვის არის მოლაპარაკების უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის, თუკი ამას „დამატებითი ღირებულება“ ექნება.
„პრეზიდენტი პუტინი უარს არ ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, ოდესმე თუ ასეთი საჭიროება დადგება. ამას გარკვეული მომზადება სჭირდება. ვიმედოვნებთ გარკვეული შეთანხმების მიღწევა მოხდება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
შეგახსენებთ, ქალაქ ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას შეხვედრა სამმხრივ ფორმატში გაიმართა, რადგან მას თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც ესწრებოდა.
0
0
424
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%