08/08/2022
17:07
მსოფლიო
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ამჟამად რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის საფუძველი არ არსებობს.
სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლობის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეთავაზებებზე კომენტირებისას დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მხოლოდ მას შემდეგ შეძლებდნენ შეხვედრას, როცა ორივე მხარის მომლაპარაკებელები „საშინაო დავალება შეასრულებენ“.
"უკრაინის დელეგაცია რადარიდან გაუჩინარდა, ახლა მოლაპარაკების პროცესი არ მიმდინარეობს. რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შეხვედრას, ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დელეგაციები საშინაო დავალება შეასრულებენ. ეს არ მომხდარა, ამიტომ შეხვედრისთვის აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს", - დასძინა მან.
0
0