04/09/2023
15:12
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მევენახეებს აგროდაზღვევაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
მან ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა:
"მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, მინდა მოვუწოდო ჩვენს მევენახეებს, აუცილებელია აგრო დაზღვევის პროგრამაში ჩართულობა. ჩვენ შარშან გვქონდა თუ არ ვცდები, 50%-იანი თანადაფინანსება და ჩვენ ეს გავზარდეთ 70%-მდე. ანუ 70% არის ჩვენი თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი გასაკეთებელი.
ასევე ერთ მონაცემს მოგახსენებთ - შარშან რეკორდული რაოდენობის, - 103 მილიონი ლიტრი ღვინო გაიყიდა. აქედან ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავლები შემოდის ქვეყანაში და ჩვენს მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება მეტი8 განვითარების, მეტი გამდიდრების და ა.შ. ასევე შედარებისთვის მინდა აღვნიშნო, 10 წლის წინ დაახლოებით 20-30 მილიონი ლიტრი იყიდებოდა. ეს არის რეალობა, ჩვენ ამ პოლიტიკას შევინარჩუნებთ, გავაძლიერებთ, კიდევ მეტ დახმარებას გამოვუყოფთ ჩვენს მევენახეებს, ფერმერებს. ეს მინდოდა მეთქვა ჩვენი მევენახეებისთვის, რომ სანერვიულო არაფერი არ აქვთ, სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს, ასე, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0