17/11/2024
14:14
პოლიტიკა
რასაც თესენ, იმას ხანდახან იმკიან ხოლმე - ორმაგი სტანდარტი არის ის, როდესაც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე „იმედის“ ერთ-ერთ ჟურნალისტთან ტიროდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებები არ არის დასრულებული, მეორე მხრივ კი ეს ადამიანები აჟიტირებულები არიან ძალადობრივი აქტის გამო,- ასე გამოეხმაურა პრემიერი, ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.
პრემიერის თქმით, გუშინდელ მძიმე ინციდენტი ვიხილეთ.
„რაც შეეხება კალანდარიშვილის შემთხვევას, გუშინდელ მძიმე ინციდენტს. ვიხილე აჟიტირებული კომენტარები როგორც „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი მედიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათი აქტივისტები მხრიდან ძალადობრივ აქტზე.
რასაც თესენ, იმას ხანდახან იმკიან ხოლმე. გამოძიება ყველაფერზეა დაწყებული, ორმაგი სტანდარტი არის სწორედ ის, როდესაც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე „იმედის“ ერთ-ერთ ჟურნალისტთან ტიროდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებები არ არის დასრულებული მეორე მხრივ კი ეს ადამიანები არიან აჟიტირებული ძალადობრივი აქტის გამო“,- აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციამ საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება.
„ჩვენ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ სამართლებრივ კვალიფიკაციას. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციამ საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება. მადლობას გადავუხდი ცესკოს გაწეული საქმიანობისთვის, იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0