16/10/2024
11:35
მსოფლიო
პრაღაში, ღამის პაბებში ტურისტული სააგენტოების მიერ ორგანიზებული სტუმრობა აიკრძალება, რათა ქალაქმა თავიდან აიცილოს ხმაურიანი ტურისტების მოზიდვა.
ჩეხეთის დედაქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ლუდის ბარებში სტუმრობა ადგილობრივი დროით 22:00-დან 06:00 საათამდე აიკრძალება.
„მსურს, რომ ქალაქი გახდეს ისეთი ადგილი, სადაც პრიორიტეტი იქნება საერთო საჯარო სივრცის დახვეწა და პატივისცემა. ეს მისასალმებელი ცვლილებაა, რაც ქუჩებში გადაჭარბებული ხმაურით გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტებს შეამცირებს", - განაცხადა მერის მოადგილემ ჟირი პოსპისილმა.
პრაღასთან ერთად ტურისტების ხმაურიან მიმოსვლის შესამცირებლად კამპანია ამსტერდამმაც წამოიწყო, რაც ნიდერლანდების დედაქალაქში ნარკოტიკებისა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარების მიზნით მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს.
ჩეხეთის სტატისტიკური სამსახურის ცნობით, ქალაქმა, რომლის მოსახლეობა 1,3 მილიონია, გასულ წელს, 7,4 მილიონამდე ტურისტი მიიღო.
0
0