27/06/2024
17:05
სპორტი
„კრიშტიანუ რონალდუმ მძიმე ღამე გადაიტანა, როდესაც ევრო 2024-ის ფინალურ ჯგუფურ მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა.
ქართველების ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის დაწყებიდან ორ წუთში, შემდეგ კი -ჟორჟ მიქაუტაძემ - მეორე ტაიმში გოლი გაიტანა და ანგარიში 2-0 გახდა. საქართველო ესპანეთთან მერვედფინალური შეხვედრისთვის ემზადება. პორტუგალია კი ევრო 2024-ის ჯგუფის ლიდერია და 1-ელ ივლისს პირველ ნოკაუტ მატჩში სლოვენიას დაუპირისპირდება. თუმცა რონალდუსა და მისი თანაგუნდელებისთვის 26 ივნისი უიღბლო ღამე იყო, სუპერვარსკვლავი 66 წუთის შემდეგ შეცვალეს. ეს ნიშნავს, რომ დიდი საერთაშორისო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, კარიერის მანძილზე სუპერვარსკვლავმა პირველად ვერ გაიტანა გოლი,“ – წერს Mirror-ი.
"ჩვენთვის ეს ყველაზე ცუდი შედეგი იყო. ეს იყო თამაში, რომელიც ცუდად დავიწყეთ. ვცდილობდით გოლის გატანას, თუმცა არ გაგვიმართლა. ყველა მოთამაშე ძლიერი გვყავს და, რა თქმა უნდა, წაგებაც არ გვინდოდა. ჩვენ ვცდილობდით თამაშის მობილიზებას, მაგრამ როცა მეტოქე უპირატესია დაცვის მხრივ, ეს სხვა გამოწვევაა. მათ რწმენა და ძალა აქვთ. ეს განსაკუთრებული თამაში იყო.
დღეს საქართველომ საკვანძო მომენტები გადალახა. ორი გოლი, მეკარის მთელი ენერგია და ბრწყინვალე თამაში... ვულოცავთ საქართველოს!. ახლა კი დროა, გუნდი მერვედფინალისთვისაც უკეთესად მოემზადოს,“ - თქვა პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა.
0
0