პოროშენკო მოიქცა ისე, როგორც შეეფერება პასუხისმგებლიან ადამიანს, კონტეინერში ლაჩრულად კი არ დამალულა, ღიად გადაკვეთა საზღვარი და სამართალდამცველებს ჩაბარდა - გია აბაშიძე
18/01/2022
14:47
საზოგადოება
A-
+A
ანალიტიკოსი გია აბაშიძე პეტრო პოროშენკოს უკრაინაში დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ანალიტიკოსი წერს, მაშინ როცა პოროშენკოს მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაინც პასუხისმგებლობით მოეკიდა სამშობლოში დაბრუნების ამბავს და ღიად ჩაბარდა სამართალდამცავებს, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
„უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევში ჩაფრინდა, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მან მშვენივრად იცოდა თუ რა ელოდებოდა და წინასწარ დააანონსა მგზავრობის დეტალები. პოროშენკო მოიქცა ისე, როგორც შეეფერება პასუხისმგებლიან ადამიანს. სადმე კონტეინერში ლაჩრულად კი არ დამალულა, ღიად გადაკვეთა საზღვარი და ჩაბარდა სამართალდამცველებს. ამასობაში, ჩვენი მხდალი ტუსაღი ექს-პრეზიდენტი უტიფრად ითხოვს მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. უტიფარიც კი ბოლომდე ვერ აღწერს სააკაშვილის ქმედებებს,“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
0
0
337
სიახლეები
ყველა
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%