24/02/2022
13:17
მსოფლიო
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა „მთელი ევროპისთვის საფრთხეს“ წარმოადგენს.
„რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს და ნატოს ყველა წევრ ქვეყანას. აუცილებელია, მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცების საკითხის შესახებ კონსულტაციების დაწყება, რათა მივიღოთ დამატებითი ზომები ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის უზრუნველსაყოფად. რუსეთის აგრესიაზე ყველაზე ეფექტური პასუხი ერთიანობაა“, - თქვა კალასმა.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) შეთანხმების მე-4 მუხლის თანახმად, მხარეებმა ერთად უნდა გაიარონ კონსულტაციები, როდესაც რომელიმე მათგანის აზრით, საფრთხე ემუქრება ნებისმიერი მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.
უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფო არ არის, თუმცა რუსეთმა ნატოს მოსთხოვა, არასოდეს დაუშვას ალიანსში უკრაინის გაწევრიანება; რუსეთის მოთხოვნა ნატოს წევრმა ქვეყნებმა უგულებელყვეს ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკის მოტივით.
https://news.err.ee/1608510812/estonia-allies-to-trigger-nato-article-4
0
0