27/09/2024
19:36
საზოგადოება
"პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.... იმ მტრობის რომელიც "ქართული ოცნებას" აქვს ილიას უნივერსიტეტის მიმართ", - ასე ეხმაურება ილიაუნის ყოფილი რექტორი და ამჟამინდელი ლექტორი გიგი თევზაძე ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას და უნივერსიტეტისთვის პირობითი ავტორიზაციის მიცემას.
"აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ისედაც იმ მტრობის მიმართ რომელიც "ქართული ოცნებას" აქვს ილიას უნივერსიტეტის, ჩემ მიმართ და საბლოოდ იმ რუსული კანონის მიღების შემდეგ ის პროტესტი, რომელიც ილიას უნივერსიტეტმა გამოთქვა, არა მარტო ინდივიდუალების დონეზე, არამედ უნივერისტეტის დონეზე. ამიტომ მთელი ნაკრები არის იმისათვის, რომ ქოცებმა ილიას უნივერსიტეტი გააუქმონ. რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს შესაბამისი, უნდა მივიდეთ არჩევნებზე, უნდა მივცეთ ქოცების წინააღმდეგ ხმა. დაფინანსების არ მოცემა, ჩემი უნივერსიტეტის დაფინანსებისათვის, ნუ ეს გრძელდება უკვე 12 წელია, რაც ქოცები არიან, დოქტორანტების არ მოცემა, ანუ ჩაჭრა დოქტორანტების, ვისაც უნდოდა ჩემი დოქტორანტი გამხდარიყო", - ამბობს გიგი თევზაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ ილიას უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცეს.
0
0