26/11/2021
13:59
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. სამართალდამცველებმა ა.ს. ნაძალადევის რაიონში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მეტადონის შემცველი ნარკოტიკის სხვადასხვა ადგილზე განთავსებას აპირებდა.
„პოლიციამ, ბრალდებულის პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლის და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 157 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და ამავე ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილი.
დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024