05/11/2021
12:12
საზოგადოება
ადგილზე შეიკრიბნენ ეპარქიიის წამრომადგენლები და მრევლის ნაწილი. ისინი განკვეთილ ბერებს მონასტრის დატოვებას სთხოვდნენ, თუმცა სასულიერო პირებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა 4 ნოემბერს ამოეწურათ.
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნე და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა. მათ აეკრძალათ სამონაზნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვა, აგრეთვე - სამონაზნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები, რომლებიც პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, არღვევდნენ საეკლესიო კანონებს, ცდილობდნენ ეკლესიაში შუღლის შეტანას, აქეზებდნენ სხვა პირებს და ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქს.
0
0