20/01/2025
10:38
პოლიტიკა
"ორიოდ წლის წინ ბევრი კრუნჩხვაში ჩავარდა როცა ტრამპმა სი ძინპინს "ჭკვიანი" უწოდა."- ამის შესახებ ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს:
"მაშ ასე, ტრამპმა ტიკტოკი გადაარჩინა და პირველ ვიზიტს ჩინეთში განახორციელებს.
პირველი ვადის დროს "რუსული პროექტი" იყო, ახლა "ჩინური პროექტი" იქნება.
ორიოდ წლის წინ ბევრი კრუნჩხვაში ჩავარდა როცა ტრამპმა სი ძინპინს "ჭკვიანი" უწოდა. აბა რა! როგორ შეიძლება ჭკვიანი იყოს კაცი რომელიც რეპრესირებულ ოჯახში გაიზარდა სადღაც სოფლად, მაგრამ მერე იმდენი ქნა რომ ჩინეთის ფაქტობრივ იმპერატორად იქცა.
ახლა ვინმე ტრამპის ფანად გამომაცხადებს. არანაირად, მე ფრენკ ზაპას ფანი ვარ რომელმაც თქვა:
You will obey while I lead you and eat the garbage that I feed you intil the day we don't need you
(სიმღერიდან I am a slime. სიმღერა არის ტელევიზორზე საიდანაც ცხადია მხოლოდ სიმართლე მოედინება)"- წერს თორნიკე შარშენიძე.
0
0