28/07/2024
15:23
სპორტი
პარიზის ოლიმპიადაზე პირველი დიდი სენსაცია მოხდა. უზბეკეთის წარმომადგენელი დიორა კელდიაროვა თანამედროვე ძიუდოს ლეგენდას, ოლმპიური ოქროს ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, იაპონელ უტა აბეს დაუპირისპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ კელდიაროვა მიმდინარე მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა, უპირობო ფავორტად სწორედ იაპონელი ძიუდოისტი მიიჩნეოდა.
უტა აბემ ბევრი ტურნირი გამოტოვა და განთესილთა შორის ვერ მოხვდა. ამიტომ კელდიაროვასთან მისი მერვედფინალური დაპირისპირება, ფაქტობრივად, ფინალის ტოლფასი იყო. თუმცა ყველაფერი მოულოდნელად წარიმართა, როგორც უშუალოდ უტა აბესთვის, ასევე ძიუდოს ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის.
ერთგზის ოლიმპიურ და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, 24 წლის უტა აბეს უზბეკმა დიორა კალდიაროვამ შესანიშნავი ილეთი გაუკეთა, იპონი დაიმსახურა და ტურნირის თვალცრემლიანი ფავორიტი მერვედფინალიდანვე ჩამოიშორა. უტა აბემ მარცხი ემოციურად განიცადა და იაპონიის ნაკრების წარმომადგენლები მის დამშვიდებას დიდხანს ამოდ ცდილობდნენ.
0
0