17/01/2022
13:30
საზოგადოება
„პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს შეიძლება, რამე კავშირში იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩემი თხოვნა იქნება, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან.
რაც შეეხება სანატორიუმ „ქართლში“ და სხვაგან მცხოვრები დევნილების პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით სამინისტროში ჩემი იქ მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილებისთვის ის პრიორიტეტები, რაც მომდევნო 3 წლის განმავლობაში გვაქვს დასახული, ანუ 13 ათასი ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით. ზუსტად ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს და რა გეგმებს უნდა მივყვეთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.
16 იანვარს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი კაცი შენობის სახურავიდან გადახტა და გარდაიცვალა.
0
0