05/04/2023
15:56
სპორტი
ლისაბონში გამართულ უეფა-ს 47-ე კონგრესსზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტში იმუშავებს. ლევან კობიაშვილმა 40 ხმა მიიღო.
უეფა-ს 47-ე კონგრესის ფარგლებში ასევე გაიმართა ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, ალექსანდრ ჩეფერინი მესამე ვადით აირჩიეს. პრეზიდენტი, ისევე როგორც აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, 4 წლის ვადით დაიკავებენ თანამდებობას.
უეფა-ს კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ვიცე-პრეზიდენტებმა – ალექსანდრე იაშვილმა და აკაკი ალდაშვილმა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024