10/04/2023
17:24
სპორტი
პირველად საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, ეროვნულ ნაკრებს უცხოელი უხელმძღვანელებს – გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანია – ინფორმაციას სფფ-ს პრესსამსახური ავრცელებს.
47 წლის სპეციალისტს ისრაელიდან 13-წლიანი სამწვრთნელო კარიერა აქვს. ანტმანი ხუთი წლის განმავლობაში ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, აგრეთვე ხელმძღვანელობდა ისრაელის 17 და 19 წლამდე გოგონათა ნაკრებებს.
ანტმანი ისრაელის ახალგაზრდულ საფეხბურთო აკადემიაში შვიდი წლის განმავლობაში გოგონათა ასაკობრივ გუნდებს ხელმძღვანელობდა. საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ისრაელის ნაკრებში მეკარის პოზიციაზე 13 წელი თამაშობდა და მისი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი იყო. ირის ანტმანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2024 წლის ბოლომდე იმუშავებს.
2 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფა-ს ერთა ლიგის 2023-2024 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ლიგაში იასპარეზებს. მატჩები 20 სექტემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
ირის ანტმანი ამ დროისთვის ჩრდილოეთ მაკედონიაში, 19 წლამდე გოგონათა ნაკრების მატჩებზე დასასწრებად იმყოფება.
ირის ანტმანის სამწვრთნელო კარიერა
2010-2015 – ისრაელის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
2012-2019 – ისრაელის ახალგაზრდული საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელი (16-19 წლამდე გუნდები)
2015-2017 – ისრაელის 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
2018-2019 – ისრაელის 19-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
2022 – ჰაპოელი ნოფ ჰაგალილის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
ირის ანტმანის საფეხბურთო კარიერა | პოზიცია – მეკარე
1997-2010 – ისრაელის ეროვნული ნაკრები
1988-2002 – მაკაბი ჰაიფა
2004-2010 – მაკაბი ჰოლონი
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024