10/10/2024
19:42
მსოფლიო
2024 წლის ნობელის პრემიის მფლობელი ლიტერატურის დარგში სამხრეთ კორეელი მწერალი ჰან განი გახდა. განს ჯილდო გადაეცა "ექსპრესიული პოეტური პროზისთვის, რომელიც თვალს უსწორებს ისტორიულ ტრავმებს და ააშკარავებს ადამიანური ცხოვრების სიმყიფეს".
53 წლის ჰან განი პირველი სამხრეთ კორეელი მწერალი და პირველი აზიელი ქალია, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო. იგი აგრეთვე მესამე კორეელი ნობელიანტია.
განმა ლიტერატურული კარიერა სამხრეთ კორეულ ჟურნალში ლექსების გამოქვეყნებით დაიწყო, მოგვიანებით კი მცირე პროზაზე გადაერთო და 1995 წელს მოთხრობების სადებიუტო კრებული გამოსცა. ავტორს დაწერილი აქვს რომანებიც.
ამბობენ, რომ განის შემოქმედებას საუკეთესოდ გამოხატავს მისი რომანის, ევროპის, პროტაგონისტის ფიქრები: "რას იზამდი, მართლა ისე რომ გეცხოვრა, როგორც მოისურვებ?".
მხატვრულ ტექსტებთან ერთად, ავტორს ასევე გამოქვეყნებული აქვს ესეების კრებულები. განის ნაწარმოებები 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი, თუმცა, მათ შორის, სამწუხაროდ, ქართული ჯერჯერობით არაა.
0
0