21/10/2022
20:50
სამართალი
ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.
მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მისთვის ახლა პრიორიტეტული ბავშვთან ურთიერთობის აღდგენაა.
"ბოლო ორი წელია, ჩემს შვილთან არ მქონია ურთიერთობა და მინდა თავიდან დავიწყო ამ გაციებული ურთიერთობის აღდგენა. როგორც თავიდან აღვნიშნე, არ მინდა, საჯაროდ, ნეგატიური განცხადებების გაკეთება, ის არის ლუკასის დედა და ბავშვი არის ჩემთვის მთავარი.
ე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო, გადავხარშავ, დავლაგდები ცოტა. მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტია და გახარებული ვარ რომ დადგა სამართლიანი განაჩენი. ვნერვიულობდი, რთული პერიოდი გამოვიარე ცხოვრებაში, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო. მიხარია რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის ახლა პრიორიტეტია ბავშვთან ურთიერთობის აღდგენა და პროფესიული კარიერის გაგრძელება..." - აღნიშნა ბასილაშვილმა.
0
0