პირი, რომელმაც რესტორანში ავტომატიდან ისროლა, 20 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა
14/06/2022
19:50
სამართალი
A-
+A
კოტე ნატროშვილს, რომელმაც 7 ივნისს მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლთან“ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე სოფიო ლეჟავამ გამოაცხადა. მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად სწორედ 20 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას მოითხოვდა.
საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა იარაღი 7 ივნისს რესტორან „მარანი ჰოლის“ ეზოში შეიძინა.
ნატროშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარედგინა.
0
0
383
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%