10/10/2021
23:30
სამართალი
„მოვინახულე პრეზიდენტი, სიტუაცია დამძიმდა. პირველად ვნახე მიშა ორი-სამი დღის წინ და ძალიან დიდი განსხვავებაა მის მდგომარეობაში. ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია, რასაკვირველია, შიმშილმა.
ციხის ადმინისტრაციამ სთხოვა მიხეილს, რომ დაელია წვენი და ერთი კოვზი თაფლი ჩაედო ჩაიში. რა თქმა უნდა, ეს მოეხმარა ორგანიზმს და უკეთესად იყო, მაგრამ იმის მერე, რაც მიშამ ტელევიზიიდან გაიგო, თითქოს რვა კილოგრამი თაფლი აქვს და ლამის წვენების ქარხანა გახსნა საპყრობილეში, უარი თქვა ყველაფერზე. დააბრუნა ის წვენი, ერთი ბოთლი ჰქონდა და ასევე უარს ამბობს თაფლის მიღებაზე. ამან გაართულა მდგომარეობა. ახლა მარტო წყალს სვამს. ახლა სიტუაცია ძალიან ახლოს არის კრიტიკულთან“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება ტალასემია.
„მე არასდროს მითქვამს ეს, მაგრამ დღეს მომცა უფლება, მეთქვა ამის შესახებ. ეს დაავადება იშვიათია, არ არის სასიკვდილო და რთული დაავადება, ტალასემიით ადამიანმა შეიძლება, იცხოვროს ბევრი წელი და აბსოლუტურად ნორმალურად, მაგრამ არის რაღაც ლიმიტები და ერთ-ერთი ლიმიტი არის შიმშილობა. ამ დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იცოდა მან ძალიან ადრეულ ასაკში, მაგრამ პირველად ასეთი დიაგნოზი დავსვით ვაშინგტონში.
მისი მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდა. ორი დღის წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, ახლა უფრო რთულადაა საქმე. ეს გამოიხატება იმაში, რომ უფრო მძიმედ დადის, ცოტა ლაპარაკი უჭირს და ა.შ.“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ „მთავარ არხზე“.
0
0