პიჯაკების აქეთ-იქით ტარებას, გირჩევნიათ 9 მილიონი აანაზღაუროთ - პროკურორი სააკაშვილის ადვოკატებს
02/12/2021
12:45
სამართალი
A-
+A
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს მიმართა და მოუწოდა, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის პიჯაკების აქეთ-იქით ტარებას.
„რაზეა საუბარი 720 ათასი ლარი არის დახარჯული, პიჯაკების აქეთ იქით ტარებას, გირჩევნიათ 9 მილიონი ლარი, რომლითაც ბიუჯეტი დააზიანეთ, ის აანაზღაუროთ. ჩემი აცილების საფუძველი, არც სხვების აცილების საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა პროკურორმა.
ინფორმაციისთვის, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო.
აღნიშნული პროცესი კამათის ფონზე მიმდინარეობს, რის გამოც მოსამართლემ მხარეებს წესების დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდა.
0
0
417
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%