06/12/2023
17:46
მედიცინა
ცნობილი ამერიკული ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კორპორაცია Pfizer-ის მიერ გამოშვებული სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატი შესაძლოა, მოხმარებიდან ამოიღონ. მიზეზი ისაა, რომ პაციენტები წამლის საკმაოდ მწვავე გვერდით მოვლენებს უჩივიან.
შეგახსენებთ, Pfizer-მა კოვიდ პანდემიის დროს ვაქცინის შექმნაში უდიდესი როლი ითამაშა და ახალი ექსპერიმენტული წონის კლების მედიკამენტის გამოშვება გასული წლიდან დაიწყო.
CNBC-ს ინფორმაციით, წამლის მწარმოებელმა პარასკევს განაცხადა, რომ მან შესაძლოა, მკურნალობის ფორმა შეცვალოს, ვინაიდან იმის მიუხედავად, რომ ჭარბწონიანმა პაციენტებმა, რომლებიც პრეპარატს იღებენ, საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს წონის კლების კუთხით, მათ მრავალი არასასურველი გვერდითი ეფექტი განიცადეს. სწორედ ამიტომ, Pfizer საჭიროდ თვლის, რომ მომავალ წელს გამოუშვას მედიკამენტის ისეთი ვერსია, რომლის მიღებაც დღეში ერთხელ იქნება რეკომენდირებული და ამასთანავე, არ გამოიწვევს აღნიშნულ გვერდით მოვლენებს.
უნდა ითქვას ისიც, რომ Pfizer-მა მიმდინარე წლის ივნისში შეწყვიტა კიდევ ერთი წონის კლების პრეპარატის წარმოება, რადგან იგი ღვიძლის ფერმენტების ამაღლებას იწვევდა. ეს იმაზე მიუნიშნებს, თუ რაოდენ რთულია სიმსუქნესთან ბრძოლის პრეპარატების შექმნა, რომელიც ამავდროულად სრულიად უსაფრთხო იქნება ადამიანების ჯანმრთელობისთვის.
საზოგადოებაში წონის კლების წამლებისადმი სკეპტიციზმი იმითაც აიხსნება, რომ ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა სხვადასხვა მედიკამენტები, მაგალითად: Wegovy და Ozempic, რომლებიც ფაქტობრივად, ვერ ასრულებდნენ თავიანთ ფუნქციას და მეტიც, ისინი ზრდიდნენ ადამიანებში სიმსივნის გაჩენის რისკს.
0
0