25/01/2022
17:17
მსოფლიო
კომპანიები იმუნური პასუხის გამოცდას გეგმავენ, რომელიც „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინისგან წარმოიქმნება. კლინიკურ გამოცდაში მონაწილეობას 1 400-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვლევები და რეალურ სამყაროში არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ გამაძლიერებელი დოზა კვლავ უზრუნველყოფს დაცვის მაღალ დონეს „ომიკრონით“ გამოწვეული მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციისგან, ჩვენ ვაღიარებთ, რომ მზად უნდა ვიყოთ იმ შემთხვევისთვის, თუ ეს დაცვა დროთა განმავლობაში შემცირდება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
10 იანვარს, ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებული ვაქცინა მარტში იქნება მზად.
8 დეკემბერს, BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, მათი ვაქცინის 3-დოზიანი კურსი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ გამანეიტრალებელ ეფექტს უზრუნველყოფს.
0
0